რამდენად ღირს თვისობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორების გამოყენება სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შეფასებისას?

თვისობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების გამოყენება შესაძლებელიც არის, საინტერესოც და საჭიროც იქ, სადაც რაოდენობრივი მაჩვენებლების შემუშავება არ გამოდის, სრულად ვერ ფარავს საქმიანობას, ან ისეთი რთული და ძვირი ჯდება, რომ უბრალოდ არ ღირს.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ მიდგომას ხშირად ერიდებიან, ის არის, რომ რთულია როგორც თავად შეფასების პროცესი, ისე — შედეგების კომუნიკაცია თანამშრომლებთან. სწორედ ამ სირთულის გამო, თანამშრომლებს, ძირითადად, დადებითად აფასებენ, ფორმალობის გამო, უფრო ხშირად კი საერთოდ უარს ამბობენ მათ შეფასებაზე.

არადა, შეფასების ასეთი ინსტრუმენტების სწორად გამოყენება, ერთი მხრივ, შესაძლებელს ხდის ორგანიზაციაში ყველას შეფასებას, მეორე მხრივ კი — ხელმძღვანელების ლიდერულ უნარებს ავითარებს, რადგან მათ საკუთარი გადაწყვეტილებების ახსნა და არგუმენტირება უწევთ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება