როდესაც თანამშრომელი მხოლოდ შემსრულებელია, და არა ინიციატივის ავტორი, ან შექმნის პროცესის თანამონაწილე მაინც, მას ხშირად არ ესმის იდეის არსი, ან შესაძლოა არც კი მოსწონს. შესაბამისად, მას არ აქვს ამ იდეის განხორციელების მოტივაცია – მისი მხრიდან შესრულების სისწრაფე და ხარისხიც, ბუნებრივია, დაბალი იქნება.
ძირითადად, ასეთ შემთხვევაში ჩვენი დავალება ან საერთოდ არ სრულდება, ან მისი შესრულება ჩვენგან რეგულარულ მოკითხვას და დაძალებას საჭიროებს.
ამიტომ, რაც უფრო მეტად გახდება თანამშრომელი იდეის ინიციატორი, ან თანაავტორი მაინც, მით უფრო გაიზრდება მისი მოტივაცია, შესრულების სისწრაფეც და ხარისხიც.
