ფასდადების საუკეთესო სტრატეგია საბაზრო მოთხოვნასა და მომხმარებლის მზაობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ორგანიზაციების მიერ თვითღირებულებაზე დამატებული ფასნამატით განსაზღვრული ფასი, ერთი შეხედვით, ბიუჯეტის მართვისთვის ხელსაყრელი ჩანს, თუმცა, რეალურად, ან მოგების, ან მომხმარებლების დაკარგვას იწვევს.
თუ საბაზრო ფასი თვითღირებულებას პლუს სასურველ მარჟაზე დაბალია, ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, რა შეცვალოს პროდუქტში ან საერთოდ ამოიღოს გაყიდვიდან.
