როგორ უნდა მიხვდეს დამფუძნებელი, რომ მართვიდან გამოსვლის დროა?

დაქირავებული ხელმძღვანელის მოტივაცია, რომელზეც სწორი მეთვალყურეობა ხორციელდება, გაცილებით ძლიერი შეიძლება იყოს, ვიდრე დამფუძნებლის, რომელმაც ორგანიზაცია რაღაც ეტაპამდე მოიყვანა და აღარ ყოფნის ძალა, რომ მიმდინარე მართვის კომპლექსურ სირთულეებს მოერიოს.

ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელსაც დამფუძნებელი მართავს, ზრდასთან ერთად დგება მომენტი, როდესაც კომპანიის არათუ განვითარებისთვის, გადარჩენისთვისაც კი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა ხელმძღვანელზე შექმნილი პასუხისმგებლობის წნევა ხდება.

იქიდან გამომდინარე, რომ დამფუძნებლები ასეთ წნევას საკუთარ თავს ვერ უქმნიან, აუცილებელია, ორგანიზაციამ დაქირავებული ხელმძღვანელით მათი ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს. რაც უფრო დაგვიანდება ამ პროცესის დაწყება, მით უფრო რთული და რისკიანი იქნება მისი განხორციელება.

იმისათვის, რომ ცვლილებებს ორგანიზაციისთვის მინიმალური რისკი ახლდეს, ამ პროცესის დროულად დაწყებასთან ერთად, აუცილებელია, რომ ის თანმიმდევრულად და კარგად ორგანიზებულად განხორციელდეს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება