რატომ უნდა მოსთხოვოს პირველმა პირმა ორგანიზაციაში დასაქმებულ თავის ნათესავებს სხვებზე ბევრად მეტი და უკეთ მუშაობა?

თითქმის ყველა ორგანიზაციის პირველ პირს უწევს ნათესავების დასაქმება, ამა თუ იმ ფორმითა და ამა თუ იმ მოცულობით. პრობლემა თავად მათ დასაქმებაში არ არის — პირიქით, ამას ზოგჯერ შეიძლება დადებითი ფაქტორიც ახლდეს თან. ნამდვილი პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დანარჩენ თანამშრომლებს უჩნდებათ განცდა, რომ პირველი პირის ნათესავს მათზე უკეთეს პირობებს უქმნიან, და თან ბევრად ნაკლებს სთხოვენ.

ასეთ დროს ორგანიზაციაში ჩნდება უხერხულობის განცდა, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ ხელმძღვანელის რეპუტაციას უქმნის რისკს. ამიტომ, სწორედ მან უნდა იზრუნოს ამ უხერხულობის განმუხტვაზე და ამისათვის საკუთარ ნათესავს სხვებზე ბევრად მეტი და უკეთ მუშაობა უნდა მოსთხოვოს, და ეს არა სხვების დასანახად, არამედ რეალურად. 

ორგანიზაციაში პირველი პირის ნათესავთან მიმართებით უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს მუშაობის, დისციპლინისა და განვითარების მხრივ, ვიდრე იმავე რანგის სხვა თანამშრომლების მიმართ არის. ახლობლის დასაქმებით გამოწვეული უხერხულობა სწორედ ამით თუ განეიტრალდება . 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება