ორგანიზაციაში კომუნიკაციისას, ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პირველი პირის თავდაჯერებულობა ხშირად ართულებს სიტუაციის ობიექტურად შეფასებას. თუ ვინმეს მიერ დაფიქსირებული აზრი მისას არ ემთხვევა, ის ამას ავტომატურად აღიქვამს, როგორც არასწორს.
ყველა ადამიანი სიტუაციას თავისი პერსპექტივიდან უყურებს; თავდაჯერებულ ადამიანს კი, რომელსაც თავისი მოსაზრებები ყველაზე სწორად მიაჩნია, უჭირს სხვისი თვალით სიტუაციის შეფასება. შესაბამისად, ასეთ დროს, კომუნიკაციის ხარისხი ორგანიზაციაში მნიშვნელოვნად ეცემა.
იმისათვის, რომ პირველმა პირმა აზრების ჯანსაღ მიმოცვლას ხელი არ შეუშალოს, უნდა შეძლოს სხვების მოსმენა და საკუთარი მოსაზრებების ოპონირება. ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტი შანსი იქნება, რომ გუნდი ობიექტურად სწორ გადაწყვეტილებაზე შეჯერდეს, და არა იმაზე, რომელსაც სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
