რა პრობლემებს ქმნის ორგანიზაციის პირველი პირისთვის დამფუძნებლის საოპერაციო საკითხებში ჩარევა, და როგორ უნდა მოგვარდეს?

დამფუძნებლის ჩარევა საოპერაციო საკითხებში აფერხებს ორგანიზაციის ეფექტიანად მუშაობას, და, განსაკუთრებით, ხელს უშლის დირექტორს თავისი მოვალეობების სათანადოდ შესრულებაში. ეს, ერთი მხრივ, ამცირებს დირექტორის, როგორც პირველი პირის ძალაუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, მას პასუხისმგებლობას უმცირებს ორგანიზაციის საბოლოო შედეგებზე. 

დამფუძნებელი პირველ პირთან შეუთანხმებლად როცა გასცემს ისეთ დავალებებს, რომლებიც ამ უკანასკნელის დავალებებთან თანხვედრაში არ არის, ამან შეიძლება გარკეული კონფლიქტები წარმოქმნას მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის; ვინაიდან  ნაწილი თანამშრომლებისა, რომლებიც დამფუძნებლის დავალებებს ასრულებენ, ვეღარ მიყვებიან პირველი პირის ხედვასა და გეგმებს. 

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, პირველმა პირმა უნდა უზრუნველყოს დამფუძნებლისთვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობა და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებში ჩართვის შესაძლებლობა. რისთვისაც უნდა გამართოს რაპორტინგის სისტემა. ამასთანავე უნდა იზრუნოს, რომ ჩამოყალიბდეს სამეთვალყურეო საბჭო, სადაც რეგულარულად განიხილება ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობა.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება