პირველი პირის დღის სამოქმედო გეგმა დიდწილად განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის დღის წესრიგს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის სწორად იყოს შედგენილი და ხელმძღვანელის დროსა თუ ყურადღებას ორგანიზაციისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებზე ანაწილებდეს.
პირველი პირის დროის ეფექტიანად განაწილება, პირველ რიგში, იმაში გამოიხატება, გუნდის წევრები იღებენ თუ არა მისგან მათთვის საჭირო მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, სასურველია, მისი კალენდარი უშუალოდ გუნდის წევრებმა შეადგინონ, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, როდის და რა საკითხში სჭირდებათ ხელმძღვანელის ჩართულობა.
ამის შემდეგ კი, პირველი პირის დარჩენილი დრო გუნდის განვითარებასა და ორგანიზაციისთვის აქტუალურ, სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს უნდა დაეთმოს.
