რა უშლის თანამშრომლებს, ორგანიზაციაზე ისე იზრუნონ, როგორც საკუთარზე?

თანამშრომლის დამოკიდებულებას ორგანიზაციისადმი ყველაზე მეტად მისი უშუალო ხელმძღვანელი განსაზღვრავს, ხოლო ამ უკანასკნელის ქცევასა და დამოკიდებულებაზე, თავის მხრივ, გავლენას მისი უფროსი ახდენს. 

შესაბამისად, როდესაც დროთა განმავლობაში თანამშრომლების დადებითი განწყობა ქრება და ორგანიზაციაზე მზრუნველი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, ამის მიზეზები, საბოლოოდ, მმართველ გუნდში, უფრო კონკრეტულად კი პირველი პირის ქცევასა და ორგანიზაციის მიმართ დამოკიდებულებაში უნდა ვეძებოთ.

როდესაც ხელმძღვანელი საქმეს მთელი გულით უდგება და გუნდს, კარგი მაგალითის მიცემასთან ერთად, ყურადღებასაც უთმობს, განსაკუთრებული გარემო იქმნება, სადაც თანამშრომლები ან ორგანიზაციაზე ზრუნვას იწყებენ, ან ამას ვერ ახერხებენ, და სამსახურიდან მიდიან.

ხოლო როდესაც პირველი პირი სამუშაო დროს პირადი საქმეების მოგვარებას უთმობს, მიუხედავად იმისა, დაქირავებულია ის თუ კომპანიის მესაკუთრე, მისი დაქვემდებარებულებიც მარტივად აძლევენ თავს ამის უფლებას და ასეთი მიდგომა ორგანიზაციაში ბუნებრივ ნორმად მკვიდრდება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება