თანამშრომლები, რომლებიც ეპირფერებიან, არ ეკამათებიან ან არ სვამენ კითხვებს, საფრთხეს წარმოადგენენ პირველი პირისთვის.
ხელმძღვანელის გარემოცვა ორგანიზაციაში დიდ გავლენას ახდენს მის აღქმებსა და მიდგომებზე, შესაბამისად, მასში მყოფი ადამიანების არასწორი დამოკიდებულება არასწორი განცდების ჩამოყალიბების საფუძველი შეიძლება გახდეს.
თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გულახდილები, ურთულებენ მას რეალური სურათის სწორად აღქმას და სწორი მიდგომებისა და შეგრძნებების ჩამოყალიბებას.
გარემოცვაში, სადაც არ ისმება კითხვები და არ ხდება ოპონირება, გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პირველი პირის აღქმებიდან გამომდინარე, რაც არასათანადო შედეგების მიღების რისკს ზრდის.
