რატომ არის ცუდი ორგანიზაციისთვის, როდესაც პირველი პირი თავის სამუშაო გარემოზე ზრუნვას დიდ დროს და ყურადღებას უთმობს?

ხშირად ისე ხდება, რომ პირველი პირები სამსახურში საკუთარი სამუშაო სივრცის მოწყობას მნიშვნელოვან დროს და ყურადღებას უთმობენ, რაც შესაძლოა ორგანიზაციისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

როცა პირველი პირის ყურადღება, რომელიც ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, საკუთარი სამუშაო გარემოს მოწყობას ეთმობა, ამით  იგივე ყურადღება რომელიღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხს აკლდება, რომელიც ორგანიზაციას აუცილებლად ექნება და, თანაც, არაერთი. 

ამასთან, ისიც არის რომ, როდესაც თანამშრომლები ხელმძღვანელის ასეთ ქცევას ხედავენ, მათში მისი ავტორიტეტიც იკლებს და ორგანიზაციის მიმართ ნიჰილიზმიც მატულობს. 

 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება