როგორ შეუძლია პირველ პირს სტრატეგიის განხორციელების გაადვილება?

იმისათვის, რომ სტრატეგიის განხორციელება მხოლოდ პირველი პირის პირადი საფიქრალი და საწვალებელი არ იყოს, მან მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მმართველი გუნდის წევრებს შორის უნდა გაანაწილოს და მათ ძალაუფლებაც ამოცანების მნიშვნელობის მიხედვით უნდა მიანიჭოს.

ამას შეუძლია, ყოველდღიურ ცხოვრებაში მმართველი გუნდის და პირველი პირის ყურადღება, ასევე ყველა სხვა რესურსი ისე მიმართოს სტრატეგიული მიმართულებებით, და განსაკუთრებით მათკენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რომ ამაზე პირველი პირის მხრიდან დიდი პირადი ძალისხმევის ჩადება აღარ გახდეს საჭირო.

სტრატეგიული ამოცანების მმართველი გუნდის წევრებს შორის განაწილება სტრუქტურას სტრატეგიის შესაბამისს ხდის და სტრატეგიის განხორციელებას მნიშვნელოვნად აადვილებს.

იქ, სადაც პირველი პირი ამას არ გააკეთებს, ყოველდღიურად თვითონ მოუწევს იმის შეფასება, თუ როგორ მიდის სტრატეგიის განხორციელება და ადამიანებისთვის იმის დაძალება, რომ ყურადღება მათი ყოველდღიური საქმიანობიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანონ. ამას, ერთი მხრივ, დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მეორე მხრივ კი საკმარისია ყურადღება მოადუნოს, რომ ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებები ისევ აცდება სტრატეგიულ პრიორიტეტებს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება