პირველი პირი ორგანიზაციაში სწორი ღირებულებების დანერგვას მხოლოდ დიდი ძალისხმევითა და ამ პრინციპების უპირობო ერთგულებით თუ მოახერხებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა იაზრებს, რომ ეს ფასეულობები თავადაც არ გააჩნია.
ხელმძღვანელი როდესაც მუდმივად სწორი ღირებულებების მიხედვით მოქმედებას და ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას ცდილობს, ის გავლენას სხვა თანამშრომლებზეც ახდენს, და მათაც იმავესკენ უბიძგებს.
ახალი თანამშრომლების შერჩევისას ღირებულებების მთავარ კრიტერიუმად გათვალისწინება გუნდში ამ პრინციპების განმტკიცებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ბოლოს კი, როცა ხელმძღვანელს დამკვიდრებული წესების დაკნინების თითოეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაქცია აქვს, ეს, დროთა განმავლობაში, ამ ღირებულებებს ხელშეუხებელ ფასეულობებად აყალიბებს და ორგანიზაციის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
