ორგანიზაციისთვის რომელი გაყიდვებია ცუდი?

თითქმის ყოველთვის ცუდია ისეთი გაყიდვები, რომელთათვისაც ორგანიზაცია საკმარისად მზად არ არის, რადგან ასეთი შეკვეთები სწორედ იმ საწარმოო თუ გაყიდვების სიმძლავრეების სწრაფ ზრდას მოითხოვს, რომელთა განვითარებასაც წლები სჭირდება.

როდესაც დიდი გაყიდვების გამო კომპანიას საწარმოო სიმძლავრეების სწრაფად გაზრდა უწევს, იგი ამას ან საერთოდ ვერ ახერხებს, ან არაკვალიფიციური კადრების აყვანითა და ხარისხის დათმობით გადის, რაც რეპუტაციასა და ფინანსურ მდგრადობას დიდ საფრთხეს უქმნის.

როდესაც არაკვალიფიციური წარმოების გამო ორგანიზაციას ხარჯები ეზრდება, იგი ამის დაფარვას ახალი გაყიდვებით ცდილობს. არსებული გაყიდვების სიმძლავრე კი ამას მხოლოდ ისეთივე შეუსაბამო და განუხორციელებელი პროექტების გაყიდვით ახერხებს — და ორგანიზაციას დაუსრულებელი კრიზისისთვის იმეტებს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება