დირექტორს ყველა დაქვემდებარებული მიმართულების სპეციფიკის დეტალურად ცოდნა არ სჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიმართულებებში შუა რგოლის ხელმძღვანელები საკუთარ სფეროში მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ, კურატორი დირექტორი კი მათ საჭირო რესურსების მოძიებაში, სხვა მიმართულებებთან კოორდინაციასა და სხვადასხვა სახის შიდაორგანიზაციული დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდეს.
მაგალითად, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს შეიძლება ბრენდის, კადრებისა და მეთოდოლოგიების განვითარების მენეჯერები ექვემდებარებოდნენ. ასეთ დროს პროფესიულ გადაწყვეტილებებსა და შეცდომებზე პასუხისმგებლობა შესაბამის მენეჯერებს უნდა დარჩეთ. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება მათ როლს აკნინებს და პასუხისმგებლობა დირექტორზე გადმოდის.
ასე, რომ კურატორობის მინდობისას პირველმა პირმა მთავარი აქცენტი დირექტორის მართვის უნარებზე უნდა გააკეთოს და არა აუცილებლად სფეროს დეტალურ ცოდნაზე.
