რატომ არ შეიძლება პირველი დიდი მოგებების არაპროფილურ საქმიანობაში გამოყენება?

პირველი პირები ხშირად ორგანიზაციიდან მიღებულ პირველივე მოგებას სხვა, ახალი წამოწყებების დასაფინანსებლად იყენებენ, მაშინ როდესაც, ეს თანხა პრიორიტეტულად ისევ იმავე კომპანიის განვითარებას უნდა მოხმარდეს, რომ თავად მოგების წყარო მყიფე არ დარჩეს.

ორგანიზაციები, რომლებიც პირველ მოგებებს წერენ, როგორც წესი, მდგრადები არ არიან, რადგან მოგებასთან ერთად ბევრი შიდა საჭიროება და რისკი აქვთ. შესაბამისად, ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რესურსების მობილიზებით ორგანიზაციამ საჭიროებები თანმიმდევრულად  დაფაროს და ამით სტაბილურობა მოიპოვოს.

ამავდროულად, განსაკუთრებით ახალ ორგანიზაციებში, თანამშრომლების, ბრენდის, წარმოებისა თუ გაყიდვების სისტემების განვითარების როგორც საჭიროება, ისე შესაძლებლობები ამოუწურავია. შესაბამისად, არსებული რესურსების მაქსიმალურად ამ მიმართულებებით გამოყენება ყოველთვის უკეთესია, რადგან საბოლოოდ უკვე მდგრადი მოგების მიღებას უზრუნველყოფს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება