როდესაც სწრაფად მზარდი კომპანია ზრდას აჩერებს, ეს მთლიანად ცვლის სისტემას — გეგმა, რომელიც აქამდე იყო გაწერილი, ვეღარ მუშაობს და თანამშრომლებიც სწრაფად ვერ გადმოდიან ზრდის ახალ კურსზე.
ხარჯები, განსაკუთრებით კი გრძელვადიანი, რჩება იგივე, რაც ზრდის პროცესში იყო. ამ დროს კი შემოსავალი ნაკლებია და ეს ხარჯებიც, შესაბამისად, უფრო მძიმედ აწვება კომპანიას. ეს საბოლოოდ ორგანიზაციის ზარალს კიდევ უფრო გაზრდის.
არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ზრდის შეჩერებით ჩნდება, არის მოტივაციის დაკარგვა – როგორც დაბალი რანგის თანამშრომლებში, ისე მენეჯმენტში. ეს განსაკუთრებით ჩანს რიგით თანამშრომლებში; შეჩერებული ზრდით გამოწვეული შედეგები და გარემოებები მათ მდგომარეობის გაუარესების მოლოდინებს უქმნის, რაც მათ მოტივაციასაც ამცირებს და გარკვეულ შიშებსაც უჩენს.
ამასთან, განვითარებაშეჩერებულ ორგანიზაციაში მუშაობა უფრო რუტინული ხდება, რაც, დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, თანამშრომლების მხრიდან ლოიალობის დაკარგვას და თავიანთი პოზიციების დატოვებას გამოიწვევს. შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციები დიდხანს ვერ გაძლებენ ასეთ მდგომარეობაში.
