რატომ შეიძლება, რომ ვერ შესრულდეს გაყიდვების გეგმა?

ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც კომპანიები გაყიდვების გეგმის შესრულებას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ამის მთავარი მიზეზი, როგორც წესი, ის არის, რომ დაგეგმვის პროცესში თვითონ გაყიდვების სამსახური არასწორად, ან საერთოდ არ მონაწილეობს, ან თუ მონაწილეობს — არასწორი მოტივაციითაა ჩართული.

როდესაც გაყიდვების სამსახური არ არის ჩართული გეგმის შედგენის პროცესში, ან არასათანადო მოტივაცია აქვს, იგნორირებული რჩება გუნდში არსებული ცოდნა, გამოცდილება და ბაზრის რეალური ტენდენციები. ამასთან ერთად, თანამშრომლები ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას ამ გეგმის მიმართ, რაც ხარისხიანი შედეგის მიღწევის შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

იმისათვის, რომ გაყიდვების გეგმა ხარისხიანი იყოს, პირველ რიგში, ის ზემოდან ქვემოთ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების სახით არ უნდა მოდიოდეს; ზედა დონის მენეჯმენტი მხოლოდ სასურველ ორიენტირებს უნდა განსაზღვრავდეს. ამავდროულად, გეგმას შემსრულებელი ერთეული თვითონ უნდა ადგენდეს, და ცდილობდეს, სათანადო არგუმენტებით დაასაბუთოს მენეჯმენტთან მისი რეალურობა.

თუმცა, სწორედ ჯანსაღი მოტივაციაა იმის მთავარი პირობა, რომ გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლებს მიეცეთ სტიმული — გეგმის შედგენის ეტაპზევე საკუთარი ინიციატივებით მივიდნენ ხელმძღვანელობასთან და ამ პროცესის აქტიური მონაწილეები იყვნენ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება