პირველი პირების იმ დაშვებით, რომ მომსახურებაში მონაწილე თანამშრომლების ჩანაცვლება მარტივია და მათ შენარჩუნებაზე რესურსების დახარჯვა არ ღირს, ორგანიზაციებს საჭირო ხარისხის შენარჩუნება ძალიან ძვირი უჯდებათ.
ისეთ ორგანიზაციაში, სადაც მაღალი დენადობაა, მომსახურების ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ რთული ხდება. ახალი თანამშრომლების მოძიებასა და გადამზადებაში კომპანია უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავს. ბოლოს კი, ისინიც მიდიან, და ამგვარად, ორგანიზაცია რესურსების კარგვის დაუსრულებელ ციკლში ებმება.
ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაცია თანამშრომლების შენარჩუნებაზე ზრუნავს, მათთვის სასურველ გარემოსა და განვითარების პერსპექტივას ქმნის, დენადობა საგრძნობლად მცირდება. არსებულ გუნდთან თანმიმდევრული მუშაობა საჭირო კომპეტენციებს მარტივად აგროვებს და მომსახურების ხარისხს ორგანიზაციის მნიშვნელოვან და ძლიერ მხარედ აქცევს.
