თანამშრომელი, რომელსაც მთელი დღე მარტო უწევს ფილიალში ყოფნა, სხვადასხვა გზებით შეგვიძლია წავახალისოთ. მათ შორის, თუ დაზღვევას, ტრენინგებსა და სხვადასხვა „ბენეფიტს“ შევთავაზებთ. ამის მიღწევა ასევე შეიძლება რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისი კონკრეტულ შეხვედრებზე მოწვევით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვით.
ეს თანამშრომელს, პირველ რიგში, აგრძნობინებს, რომ ორგანიზაცია მასზე ზრუნავს; ამასთან, კიდევ უფრო გაიაზრებს თავის როლს კომპანიაში და იმას, თუ რა არის მასზე დამოკიდებული. ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა კი დაეხმარება, რომ მეტი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა იგრძნოს.
უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მიდგომა დადებითად იმუშავებს გაყიდვებზე, რადგან თანამშრომელს უფრო მეტი სტიმული ექნება, რომ კომპანიისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, თუ ეცოდინება, რომ ეს გრძელ ვადაში მასზეც დადებითად აისახება.
