როდის უნდა გადაიტანოს ყურადღება პირველმა პირმა გაყიდვებიდან პროდუქტების განვითარებაზე?

თუ გაყიდვების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება გაყიდვების ზრდაზე არსებით გავლენას აღარ ახდენს და მასზე დახარჯული რესურსების პროპორციულად აღარ იზრდება, უმჯობესია პირველმა პირმა ყურადღების აქცენტი გაყიდვებიდან პროდუქტების განვითარებაზე გადაიტანოს. 

გაყიდვების სისტემა ჩამოყალიბებულად მაშინ ითვლება, როცა სამიზნე სეგმენტამდე საჭირო ინფორმაცია იმ არხებით აღწევს, რომლებიც მის გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტად ახდენს გავლენას. ხოლო კომპანიამდე იმ კლიენტების უკუკავშირი აღწევს, რომლებიც პროდუქტს გარკვეული მიზეზის გამო არ ყიდულობენ.

ამ დროს შემდეგი ნაბიჯი გაყიდვების დამატებითი გაძლიერება აღარ არის. საჭიროა თავად პროდუქტის განვითარება. გაყიდვების სისტემის გამართულობა წინაპირობაა, ხოლო პროდუქტების განვითარება მისი ლოგიკური და აუცილებელი გაგრძელება. თუ ასეთ დროს ხელმძღვანელი ყურადღებას ისევ გაყიდვებზე დატოვებს, კომპანია დაიჩრდილება ისეთი კონკურენტების მიერ, რომლებიც ბაზარს სწავლობენ და ასორტიმენტს განუწყვეტლივ ავითარებენ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება