რატომ შეიძლება იყოს აუცილებელი სხვადასხვა ფუნქციების გეოგრაფიული სიახლოვე?

არსებობს ისეთი ცენტრალური ფუნქციები, რომელთა შორისაც საჭირო კოორდინაციას ზოგჯერ ვერც სტრუქტურა და ვერც პერიოდული შეხვედრები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, და ამის მისაღწევად ერთადერთი გამოსავალი მათი გეოგრაფიული დაახლოებაა.

ზოგიერთ ფუნქციას მაგალითად, მარაგების მართვასა და ლოგისტიკას განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი სჭირდება. საწყობში საქონლის მიღებისას, ტრანსპორტის დროულად დატვირთვისას თუ შეკვეთების სწრაფად დაკომპლექტებისას, ეს ერთეულები საოპერაციო დეტალებს ადგილზევე, წამებში უნდა ათანხმებდნენ.

ხოლო როდესაც ამას სათანადო დონეზე ვერც სტრუქტურის კოორდინაციის უნარი და ვერც პერიოდული შეხვედრები ვერ უზრუნველყოფს, ორგანიზაციას დაუსრულებელი შეუთანხმებლობისა და შეფერხებებისგან მხოლოდ ასეთი ფუნქციების გეოგრაფიული სიახლოვე იცავს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება