ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანური რესურსების მართვას ორგანიზაციებში სადაც HR არ არის?

თუ ორგანიზაციას HR არ ჰყავს, უმჯობესია, ეს ფუნქცია პირადად დირექტორმა შეითავსოს. კადრების შერჩევა, მათთან მოლაპარაკება და გუნდში ინტეგრაცია პირდაპირ აისახება როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის განვითარებაზე, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინ წარმართავს ამ პროცესს. 

რაც უფრო მცირეა ორგანიზაცია, მით მეტია თითოეული წევრის წილობრივი მნიშვნელობა საერთო შედეგში. ამასთან, პატარა კომპანიებში პირველ პირთან უშუალო მუშაობა ბევრად მარტივიცაა. სწორედ ამიტომ, ასეთ ორგანიზაციებში HR-ის როლის დირექტორის მიერ შეთავსება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ პრაქტიკული გამოსავალიცაა.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება