მას შემდეგ რაც ბანკებმა სესხების გაცემა შეაჩერეს ყველამ ვიცით რომ ძალიან შემცირდა ახალი მანქანების გაყიდვა. ამით კი სავარაუდოა რომ თუ არ გაიზრდება არ შემცირდება მოთხოვნა ავტომომსახურებასა და აუცილებელ ავტონაწილებზე.
ასეთია იდეა მოგვივიდა რომ შესაძლოა გაამართლოს მეორადი ნაწილების მაღაზიის გახსნამ, რადგანაც კომფორტულად მეორადი ნაწილის ყიდვა შეუძლებელია. დღეს ისეა რომ უნდა წახვიდე ელიავაზე სადაც ზამთარში ძალიან ცივა, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტალახია და ზაფხულში კი საშინელი სიცხე, მოკლედ ყველამ ვიცით იქ რაც ხდება.
ვფიქრობთ რომ აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ის კატეგორია (ქალები ფაქტიურად უკვე არიან), რომლებიც ცოტა მეტს გადაიხდიან თუ მეორადი ნაწილების კომფორტულად შეძენა შეეძლებათ. თანაც არაა აუცილებელი რომ ეს მაღაზია მაინცდამაინც ელიავასთან ახლოს ან ქუთაისის ქუჩაზე იყოს. პირიქით ალბათ უკეთესი იქნება თუ ადვილად მისასვლელ და არახალხმრავალ ადგილას გაიხსნება. ასევე ალბათ ჯობია რომ თითო ასეთმა მაღაზიამ მხოლოდ ერთ ბრენდზე იმუშავოს.