სარეკლამო ბანერები ელექტრონული საათების ქვეშ

ვფიქრობთ, სარეკლამო კომპანია კლიენტების რიცხვს გაზრდიდა, თუ ქუჩებში  ელექტრონულ საათებს დაამონტაჟებდა, მათ ქვემოთ კი სარეკლამო ბანერებს განათავსებდა.

ქალაქში ძალიან ბევრი ასეთი ადგილის მოძებნა შეიძლება, სადაც დღის განმავლობაში ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობს. ასეთი ადამიანებისთვის დრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გაჩერებებზე მდგომები აკონტროლებენ დროს, მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა ქუჩებში დაყენებული საათები. რაც მთავარია, გამვლელებისთვის ავტომატურად თვალშისაცემი და ყურადღებამისაქცევი გახდებოდა საათის ქვეშ განთავსებული რეკლამა. საათთან ერთად შეიძლება ტემპერატურის მაჩვენებელიც იყოს.

ვფიქრობთ, ბევრ კომპანიას მოუნდება ასეთ ხილვად და მოძრავ ადგილას საკუთარი რეკლამის განთავსება, დღის განმავლობაში არაერთი ადამიანის ყურადღების ობიექტი რომ გახდეს.


ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება