მაშინ, როდესაც გამძაფრებულია ბანკებს შორის კონკურენცია და მომხმარებლის გულის მოგებას ყველა თავისებურად ცდილობს, განსაკუთრებით კი ფართოდ გამოიყენება გათამაშებები და მომხმარებელთა გულის მოსაგები სხვადასხვა მეთოდები, ვფიქრობთ, რომ ბანკ რესპუბლიკას ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს რომ განსხვავებული, სრულიად ახალი მიდგომით მოიზიდოს ახალი კლიენტები და გაზარდოს არსებულთა ლოიალურობა.
ამ ბოლო დროს თბილისში, ასე ვთქვათ, „მოდურია“ ფრანგულის და საფრანგეთის მიმართ აქტიური ინტერესი, რაც დიუმას ცენტრის და საფრანგეთის საელჩოს კოორდინირებული მუშაობის შედეგია. თუ ბანკი რესპუბლიკაც შეძლებს ამ მიმართულებით აქტივობაში ჩაერთოს, როგორც საფრანგეთის სახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააქტიურდება და საბოლოოდ ბანკისთვისაც კარგი შედეგის მომტანი იქნება.
რა უნდა გააკეთოს მან ამისათვის?
1. უნდა მოახდინოს სტიმულირება იმისა, რომ ადამიანებს შეუყვარდეთ ყველაფერი ფრანგული
2. უნდა გააძლიეროს საკუთარი პოზიციონირება როგორც ყველაზე ფრანგული ბანკისა საქართველოში
ეს ორი ამოცანა კი მარტივად იჭრება რამოდენიმე კარგი იდეით:
1. სპონსორობა გაუწიოს ფრანგულ რესტორნებს, ფრანგულ საცხობებს, კაფეებს და ა.შ. რომელთა სივრცე და არსებული კლიენტების არხები აქტიურად შეუძლია გამოიყენოს საკუთარი პრომოციისთვის;
2. თავის კლიენტებს მისცეს ფასდაკლების ბარათები ფრანგულ პარფიუმერულ მაღაზიებში;
3. გააკეთოს შარდენზე არსებული ობიექტების პრომოცია, დაეხმაროს პრეზენტაციების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაში;
4. გახდეს ხიდი ფრანგული და ქართული ბიზნესებისთვის – დაეხმაროს მის არსებულ კლიენტებს ფრანგი პარტნიორების მოძიებასა და მათთან კონტაქტის დამყარებაში;
5. გამოუშვას პლასტიკური ბარათი, რომელიც თბილისში არსებულ ყველა ფრანგულ ობიექტში ისარგებლებს გარკვეული ფასდაკლებით და ამ ობიექტების მუდმივ კლიენტებს დაურიგოს საჩუქრად;
6. სათავო ოფისის ეზოში გააკეთოს პარიზის მაკეტი;
7. კორპორატიული მოხმარებისთვის შეიძინოს ფრანგული ბრენდების ავტომობილები.
თუ ადამიანები შეიყვარებენ საფრანგეთს და ყველაფერს ფრანგულს, ბანკი რესპუბლიკა, როგორც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე საფრანგეთის სახის წარმომადგენელი ამ ადამიანების სახით შეძლებს ახალი კლიენტების შეძენას.
hm
on Jul 2nd, 2009
@ 17:08:
თბილისში ამ ბოლო დროს , რომ მოდურია ფრანგული და საფრანგეთის ინტერესი, ამაში ნაამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ამ საიტზე მსგავსი იდეის დაწერას, ალბათ ჯობდა რაიმე კვლევის შედეგი მოყოლოდა. და ანალიზი
ფრანგული პარფიუმერიის სიყვარული არ გულისხმობს ფრანგული კერძებისადმი სიყვარულსაც მითმეტეს სოსიეტეს სიყვარულს. მითმეტეს მსგავსმა პოლიტიკამ ჩვენს ქვეანას თ გადავხედავთ შეიძლება ძალიან პატარა პროცენტი მოიზიდოს დაჟე პროცენტიც არა 1–2 ადამიანი, მაშინ როც აგათამაშებებით ძალიან დიდი ფული ტრიალებს
თენგო
on Jul 2nd, 2009
@ 18:41:
ინოვაცია საბანკო ბაზარზე და ახალი ნიშის დაკავება კარგი იქნება ზოგადად ყველა ბანკისთვის, გათამაშებები მართლა გაუფასურდა. მიგვანიშნებს რომ ” მაგრად გვიჭირს და ფული შემოიტანეთო”:) ფრანგული ნიშა მაგარია რესპუბლიკა ბანკისთვის
ლალიკო
on Jul 3rd, 2009
@ 15:55:
hm-ს ვეხმიანები:
მე რამდენადაც მივხვდი აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ფრანგულ იმჯზე ორიენტირებით ბანკი რესპუბლიკა ჩაანაცვლებს არსებულ პრომოციის სტრატეგიას მთლიანად ყველა სეგმენტზე. იდეისთვის კვლევის ჩატარება, რაც გულისხმობს სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას, ამ შემთხვევაში რამოდენიმე ინტერვიუს ჩატარებას, და საბოლოოდ მომხმარებელთა გამოკითხვას (პრეფერენციებზე ჩატარებული კვლევები გამოცდილება აჩვენებს რომ არაეფექტურია), და ეს ყველფერი იმისთვის რომ უბრალოდ იდეა მიაწოდო ბანკ რესპუბლიკას, რომელიც თვითონ მასვე შეუძლია რომ დაატესტიროს, მგონი ყველანაირი გაგებით გაუმართლებელია.
პოზიციონირებაში მთელი მუღამი ის არის, რომ კოამპნია ხდება გარკვეული მახასიათებლების მატარებელი მის კონკურენტებთან მიმართებაში. ანუ უფრო ზუსტად, ფრანგული იმიჯი იქნება ის ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება რესპუბლიკა ბანკის, რომელიც მას მისი კონკურენტებისგან განყენებულად დააყენებს. ამით ბანკი შესძლებს იმ ნიშის თითქმის მთლიანად მოცვას, რომლებსაც უყვართ საფრანგეთი, ყველაფერი ფრანგული და ზოგადად ეს ქვეყანა რასთანაც ასოცირდება ყველაფერი. და ასეთი ხალხი 1-2 ადამიანი ნამდვილად არ არის. ფრანგული პარფიუმერია და კერძები პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა არ იყო აქ ნათქვამი და ეს ის წერტილებია, რაც უბრალოდ კომუნიკაციის მესიჯებს გაამყარებს. მე ეს იდეა ძალიან მომწონს და ვთვლი რომ კარგ ეფექტს მოუტანს ამ ბანკს, მით უმეტეს არ მოითხოვს ძალიან დიდ ბიუჯეტს და განსაკუთრებულად რთულ შესრულებას.
Anonymous
on Jul 6th, 2009
@ 15:21:
mmmmagaria
BNP Paribas
on Jul 7th, 2009
@ 12:59:
“პოზიციონირებაში მთელი მუღამი ის არის, რომ კომპანია ხდება გარკვეული მახასიათებლების მატარებელი მის კონკურენტებთან მიმართებაში” >>> მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის თვალში არის ასეთი მახასიათებლების მატარებელი! თუ მხოლოდ თავის თავში ხედავს ასეთ მახასიათებლებს, გინდ ყოფილა და გინდ არა.
რამდენიმე დღის წინ სახლში მეწვია სოციოლოგიური კვლევის თანამშრომელი, რომელიც ცდილობდა მოსახლეობის აზრის გაგებას ბანკებთან მიმართებაში (აშკარად ეტყობოდა, რომ რესპუბლიკას დაკვეთილი იყო) და ისეთ რეალობიდან მოწყვეტილ კითხვებს სვამდა ბანკ რესპუბლიკის დასახასიათებლად რომელი გამოდგებაო, რომ აშკარად სერიოზულ გადაცდომასთან გვქონდა საქმე.
რას ნიშნავს ”ყველაზე ფრანგული ბანკი საქართველოში”??? გინდათ თქვათ, რომ ფრანგული ბანკები უკეთესი არიან სხვა ქვეყნის ბანკებთან მიმართებაში? რითი ჯობია იგივე გერმანულ, შვეიცარულ თუ ბრიტანულ ბანკებს? ეს ხომ უბრალოდ ნონსენსია!
“თუ ადამიანები შეიყვარებენ საფრანგეთს და ყველაფერს ფრანგულს” >>> და რატომ უნდა შეიყვარონ ყველაფერი ფრანგული? ბანკ რესპუბლიკას მიზანია ეს? რაც კარგი აქვთ, ისედაც მოგვწონს