როგორ შეუძლია პირველ არხს დილის გადაცემა გახადოს კიდევ უფრო სასარგებლო და რეიტინგული

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ პირველი არხის დილის გადაცემაში დაემატება რუბრიკა ”გაიცანით მეწარმე” ან რამე ამდაგვარი, სადაც მცირე მეწარმეების წარმატებული ისტორიები დეტალურად იქნება აღწერილი – თუ რატომ და როგორ დაიწყო ამა თუ იმ ქართველმა საკუთარი მცირე ბიზნესი და შემდგომ როგორ განავითარა ის.

სავარაუდოა, რომ ეს რუბრიკა საქართველოში არსებულ მცირე მეწარმეებს დააინტერესებთ, მათი რაოდენობა კი 56 000-ზე მეტია. ეს რუბრიკა ასევე განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ ადამიანებისთვის ვისაც სურვილი აქვს საკუთარი ბიზნესი დაიწყოს (და ასეთები კი უკვე არსებულ მეწარმეებზე გაცილებით მეტნი არიან), მაგრამ არ იცის როგორ გადადგას პირველი ნაბიჯები. ყველა ასეთი დაინტერესებული პირი მიიღებს პასუხს იმ კითხვებზე რაც მცირე ბიზნესის დაწყებისას ჩნდება, მაგალითად: რატომ არის საკუთარი ბიზნესის დაწყება გამართლებული? რა თანხებს საჭიროებს? რა სირთულეები არის მოსალოდნელი პირველ ეტაპზე? და სხვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კი ვფიქრობთ რომ ასეთი რუბრიკა ყველაზე მეტად შესაფერისი უნდა იყოს, რადგან ეს გადაცემა საზოგადოებისთვის ღირებული იქნება. თანაც, ასეთი რუბრიკის გაკეთება რთული არ უნდა იყოს. პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება იმ ქართველი მეწარმეების კოორდინატების მოძიება რომლებიც საკუთარ პროდუქციას დიდ სუპერმარკეტებში ყიდიან და მცირე ბიზნესის ტიპიური წარმომადგენლები არიან. ჩვენი აზრით, ასეთი რუბრიკა არა მარტო სასარგებლო, არამედ საიტერესოც და სახალისოც კი გამოვა და ამასთან ტელევიზიის რეიტინგის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.20 ქულა
Loading ... Loading ...





1 კომენტარი to “როგორ შეუძლია პირველ არხს დილის გადაცემა გახადოს კიდევ უფრო სასარგებლო და რეიტინგული”


  1. Anonymous
    on Jul 12th, 2009
    @ 16:00

    KARGI AZRIA. CUDI AR IKNEBA GAAKETOD RUBRIKA KITHVEBZE PASUHOBS : DA CINA DGIT GAAPRTHILOD VIN IKNEBA HVALINDELI MOPASUHE , ZARI UPASO DA GAKETDES SHEJAMEBA DGIS GANVALOBASHI SHEMOSULI KITHVIS DA DAUSVAT STUMARS. HVELA IKNEBA TAVIS KITHVAZE PASUXIS MIGEBIS MOLODINSHI…

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება