რა შესაძლებლობა არსებობს მობილური ოპერატორებისთვის კომუნალური გადასახადების კუთხით

ვფიქრობთ რომ მობილურ ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა რომ მიიღონ დამატებითი შემოსავლები და გაზარდონ თავიანთი მომხმარებლების კმაყოფილება თუ მობილურის ასაშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა გადასახადების გადახდა. მოკლედ იყიდი ბარათს, შეავსებ ანგარიშს და გადაიხდი გადასახადს.

ბანკებმა ბოლო პერიოდში დაიწყეს “მობაილ ბანკის” დანერგვა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში არაა აუცილებელი ბანკის ანგარიშზე გქონდეს თანხა. თანაც ბანკებისაგან განსხვავებით ოპერატორებს გაცილებით ბევრი მომხმარებელი ჰყავთ.

დღეს ქალაქში უკვე საკმაოდ ბევრია ნარინჯისფერი და ლურჯი აპარატები (ნოვას და OSMP-ს), სადაც სხვადასხვა გადასახადების და მათ შორის სესხების გადახდაც შესაძლებელია და საკმაოდ მოსახერხებელიცაა. მაგრამ მათი რაოდენობა ვერანაირად ვერ გახდება იმაზე მეტი ვიდრე ის ადგილები სადაც მობილურის ანგარიშის შესავსები ბარათის შეძენაა შესაძლებელი. ასევე ოპერატორს შეუძლია შესთავაზოს გადარიცხვის ბევრად უფრო დაბალი საკომისიოც.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





1 კომენტარი to “რა შესაძლებლობა არსებობს მობილური ოპერატორებისთვის კომუნალური გადასახადების კუთხით”


  1. ირაკლი
    on Jul 6th, 2009
    @ 18:08

    ძალიან კარგი იდეაა, როცა გადახდა მიწევს ანგარიშზე თანხა არ მაქვს ხოლმე. იქნებ ეს იდეა მაგთიმდე მივიდეს როგორმე!!

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება