ოპერაციული მართვა და პროგრამული მართვა

დღეს ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი ძირითადად ოპერაციულად იმართება, ანუ წამოჭრილი საკითხების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, სპონტანურად იბადება იდეები და ქაოსურად მიმდინარეობს ამ იდეების განხორციელების პროცესიც. მნიშნელოვანია, რომ ორგანიზაციები ოპერაციული მართვიდან პროგრამულ მართვაზე გადავიდნენ.

ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გამოიყოს 3-5 ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ორგანიზაციისათვის. მათი გადაწყვეტის საშუალო და გრძელვადიანი გეგმები დამუშავდეს,  შეთანხმდეს მენეჯმენტის წევრებს შორის და განაწილდეს პასუხისმგებლობები მათ განხორციელებაზეც.

მართვის ასეთი სტილი რესურსების უფრო ეფექტიან ხარჯვასაც გამოიწვევს, ორგანიზაციასაც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს წარმატებული შედეგებით, მისცემს მას საშუალებას შექმნას, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობები და უკეთ შეასრულოს საკუთარი დანიშნულება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 2.50 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება