რა შეიძლება გამოვიდეს საპენსიო ანაბარის და სიცოცხლის დაზღვევის კომბინაციის შედეგად

თუ შეგაქვს X ლარი ყოველთვიურად, 30 წლის ასაკის შემდეგ გარანტირებული ხარ 10X ლარიანი საპენსიო კომპენსაციით ყოველთვე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე. ან მის მიღწევამდე უბედური შემთხვევის გამო შრომისუუნარობის შემთხვევაში.ან მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში 10 წელი შენი ოჯახი მიიღებს ამ თანხას. მაგრამ თუ ამ შენატანებს დაიწყებს 40 წლის შემდეგ მაშინ კოეფიციენტი იქნება 5 და არა 10, თუ 50 წლის ასაკში – 2. ანუ რაც ადრე დაიწყებ მით უფრო დიდი იქნება კოეფიციენტი. მაგრამ თუ ნებისმიერ მომენტში გადაწყვეტ თანხის გატანას, მაშინ აიღებ ზუსტად იმდენს რამდენიც შეტანილი გაქვს ინფლაციის პროცენტის გათვალისწინებით, ან ცოტა უფრო მეტს. მოკლედ კალკულაციის ამბავია დანარჩენი.

საინტერესო შეთავაზება შეიძლება იყოს ბევრისთვის. თუ ბანკები და სადაზღვევო კონმპანიები ერთად შესთავაზებენ ასეთ ან მსგავს მომსახურებას მომხმარებლებელს. არადა შეიძლება საბანკო ანაბრის და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების საინტერესო კომბინაციის გაკეთება.

ვინაიდან სადაზღვევო კომპანიები ვერ მისცემენ ისეთ პროცენტს როგორც ბანკები, მაშინ როცა ბანკები ვერ დაააზღვევენ სიცოცხლეს სადაზღვევოების გარეშე.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება