სტრუქტურის ტყვე ორგანიზაციები

სტრატეგია დიდ გავლენას ახდენს სტრუქტურაზე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. სტრუქტურა ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიას. მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, სტრუქტურა თვითონ ახდენს გავლენას სტრატეგიაზე. ამან კი ორგანიზაციას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოუტანოს.

როდესაც მმართველი გუნდის წევრები სასახლეების შენებას იწყებენ, გიგანტიზმის სინდრომით ავადდებიან და საკუთარ ვიწრო ფუნქციონალურ ინტერესებს ორგანიზაციის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ამ დროს იქმნება დიდი საფრთხე იმისა, რომ ასეთი მენეჯმენტი არა ადეკვატურ, არამედ მათზე და მათ სტრუქტურაზე მორგებულ სტრატეგიას აირჩევს.

შედეგად, ორგანიზაცია დიდი ხნით გახდება სტრუქტურის ტყვე, იქამდე, სანამ ძალიან თვალსაჩინო კრიზისში არ აღმოჩნდება, ან რომელიმე კონკურენტი მას ბევრით არ გაასწრებს. თუმცა გუნდი ასეთ დროსაც იმეორებს, რომ წარუმატებლობა არა მათი, ან მათ მიერ არჩეული სტრატეგიის შედეგია, არამედ სულ სხვა გარე მიზეზებით არის განპირობებული.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები და წიგნაკები მეტი წარმატებისთვის” და დაინახეთ მეტი საფრთხეები და შესაძლებლობები თქვენს გარემოში.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება