როგორ შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის რეალიზაციის ზრდას

ალბათ, ყველასთვის ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. ამაში, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამისათვის მან უნდა:

1. აწარმოოს სპეციალური კამპანია, რათა ხალხს გაუჩნდეს სურვილი, იყიდონ რაც შეიძლება მეტი ქართული წარმოების პროდუქცია.
2. ორგანიზება გაუწიოს სპეციალურ სავაჭრო ადგილებს (ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვებს), სადაც გაიყიდება მხოლოდ ქართული პროდუქცია და მომსახურება.
3. გამოუშვას და გაავრცელოს სპეციალური სარეკლამო კატალოგები, რათა დაეხმაროს მცირე მეწარმეებს, რეკლამირება გაუკეთონ საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას.

ვფიქრობთ, ამ სამი საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა ხელს შეუწყობს არა მარტო უკვე წარმოებული ქართული პროდუქციის რეალიზაციას, არამედ დაასტიმულირებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.50 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება