ხელმძღვანელები და სტრუქტურები

თუ ხელმძღვანელი სტრუქტურაზე სამუშაოდ ვერ იცლის, ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზაციას არასწორი სტრუქტურა აქვს.

ორგანიზაციული სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა მაქსიმალურად გამოათავისუფლოს პირველი პირი ოპერატიული, მიმდინარე სამუშაოსგან და მისცეს მას საშუალება უფრო მეტი დრო და ყურადღება განვითარების საკითხებს დაუთმოს.

კარგი ხელმძღვანელებიც სწორედ პირველ რიგში იმას ცდილობენ, ისე გადაანაწილონ პასუხისმგებლობები და ფუნქციები გუნდის წევრებს შორის, თვითონ მეტი დრო დარჩეთ სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე სამუშაოდ.

სამწუხაროდ ორგანიზაციების დიდ ნაწილში ასე არ ხდება, ხელმძღვანელები ისე არიან მიმდინარე საქმეებში ჩართულები და თან დაკავებულობის შეგრძნებით კმაყოფილები, რომ მხოლოდ მაშინ გრძნობენ ამის გამო წარმოქმნილ პრობლემებს, როდესაც მათი მოგვარება მნიშვნელოვნად რთულდება, ორგანიზაცია ზრდის ბევრ შესაძლებლობას კარგავს ან კონკურენტებთან შედარებით ბევრად არასიცოცხლისუნარიანი ხდება.

ორგანიზაციის ზომებიდან გამომდინარე ეს პროპორცია განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ ხელმძღვანელები საკუთარი დროის 20-30% -ზე ნაკლებს სტრუქტურის განვითარებაზე არ უნდა ხარჯავდნენ. ეს დრო, მუდმივად, გუნდში ახალი ძლიერი წევრების შემოყვანაზე, გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობების უფრო სწორად განაწილებაზე და მათ ქვევით სტრუქტურების სწორად მშენებლობაზე უნდა იხარჯებოდეს.

ეს პროპორცია დიდ ორგანიზაციებში 70-80% -ს შეიძლება აღწევდეს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება