მომხმარებლები

მუდმივი ფიქრი და ზრუნვა მომხმარებლებზე არის საუკეთესო გზა ორგანიზაციებისათვის, შეინარჩუნონ გრძელვადიანი წარმატება. ხშირად, ორგანიზაციები ფოკუსირებულები არიან პროდუქტებზე და არა მომხმარებლებზე. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რაც არ უნდა მაგარ პროდუქტს ქმნიდეს ორგანიზაცია, მას დროთა განმავლობაში სასიცოცხლო ციკლი გასდის, ან კონკურენტები გადაიღებენ, ან შემცვლელი გამოუჩნდება. განსაკუთრებით ტექნოლოგიების ერაში ეს მუდმივი და სწრაფი პროცესია, ამიტომაც პროდუქტზე ორიენტირებული კომპანიები მოკლევადიანი წარმატების შემდეგ ხშირად უბრალოდ წყვეტენ არსებობას.

მაგრამ, წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელიც კლიენტებზე ზრუნავს, მუდმივად მის საჭიროებებს იკვლევს და ფიქრობს, ეძებს ახალ გზებს, იდეებს, შექმნას მათთვის ღირებულება. ასეთი ორგანიზაცია ყოველთვის გამორჩეული იქნება ინოვაციებით, ყოველთვის შეძლებს უარი თქვას “გაცვეთილ”, “მოძველებულ” პროდუქციაზე და შესთავაზოს სრულიად ახალი, ან გაუმჯობესებული პროდუქტი კლიენტებს.

ასევე ეს ორგანიზაცია მოახერხებს იმას, რომ უკეთ მოემსახუროს კლიენტს, მეტი გულისყურით, ყურადღებიანობითა და თავაზიანობით, განავითაროს მასთან გრძელვადიანი ურთიერთობები, ფლობდეს ინფორმაციას, რა არ მოსწონს მის პროდუქტსა და მომსახურებაში და დახვეწოს ის.

და რაც მთავარია, მომხმარებლები ყოველთვის გრძნობენ ასეთ დამოკიდებულებას კომპანიების მხრიდან, აფასებენ ამას და მზად არიან იყვნენ ლოიალური კლიენტები და დახუჭონ თვალი გარკვეულ ხარვეზებსა და ფასთა სხვაობაზე.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება