თანამშრომლების კმაყოფილება

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატების საიდუმლო მომხმარებლებისათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაა, ვერსად მოახერხებენ ამას თანამშრომლებზე ზრუნვის გარეშე.

თუ თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ორგანიზაციისათვის არაფერს წარმოადგენენ და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაანაცვლონ, არ უფასდებათ მონდომება, შრომა, ორგანიზაცია არ ზრუნავს მათ კმაყოფილებაზე, კეთილდღეობაზე, სწავლებაზე, თავადაც მხოლოდ მინიმალური საქმიანობით შემოიფარგლებიან და არასდროს გააკეთებენ ამაზე მეტს, არ იმუშავებენ შესაძლებლობების ზღვარზე.

ასეთი ორგანიზაცია ვერ შეძლებს ღირებულებისა და სარგებლის შექმნას კლიენტებისათვისაც, რადგან კადრებს მუდმივად ექნებათ განცდა, რომ მათ მხოლოდ იყენებენ, მათი შრომა მაინც არასდროს დაფასდება და როგორ შედეგებსაც უნდა მიაღწიონ.

ამიტომ, ყველა ხელმძღვანელს უნდა ახსოვდეს – წარმატება თანამშრომლებზე ზრუნვასა და მათში სწორი მოტივების შექმნაზე გადის და ეს არა მხოლოდ ტოპ-მენეჯმენტს ეხება, არამედ ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელსა თუ საშუალო რგოლის მენეჯერს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება