დესტრუქციული წევრები კომიტეტზე

თათბირებისა და კომიტეტების მონაწილეთა შორის ხშირად გვხვდებიან დესტრუქციული წევრები. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს მსჯელობა, არგუმენტირება და საუბარი გადაიყვანოს ცხარე კამათში, შეუძლებელი გახადონ გადაწყვეტილების მიღება ან გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა.

კომიტეტის ლიდერმა არ უნდა დაუშვას ასეთი წევრის მიერ შეხვედრის ჩაშლა და დროულად უნდა იმოქმედოს, რათა სხვებსაც არ გადაედოთ მისი პესიმისტური განწყობა და კომიტეტებზე დასწრების ხალისი. ამისათვის აუცილებელია არსებობდეს პროტოკოლები და პრინციპები, რომლებსაც ყველა წევრი უნდა იცავდეს.

სხვადასხვა კომპანიაში და სხვადასხვა შემადგენლობის მიხედვით ეს წესები განსხვავებული შეიძლება იყოს, გამომდინარე წევრების ქცევებისაგან და დამკვიდრებული კულტურისაგან. მთავარია ამ წესებმა აღმოფხვრან ისეთი ქცევები, რომლებიც ხელს უშლიან საბჭოს ეფექტიანობას, არგუმენტირებულ მსჯელობასა და ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღებას.

მაგალითად, თუ წევრი არ უსმენს სხვა მონაწილეებს, წესებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ეს პუნქტი გათვალისწინებული – საუბრობს ის, ვისაც ლიდერი აირჩევს ან საუბრობენ თანმიმდევრობით. თუ შეურაცხყოფას აყენებს სხვებს, ურთიერთპატივისცემა უნდა გამოცხადდეს ერთ-ერთ პრინციპად და ა.შ..

მსგავსი წესების განცხადება არ კმარა, აუცილებელია მისი გატარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. წესების დამრღვევი უნდა იღებდეს შენიშვნას ან გარკვეული სახის სასჯელს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება