შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება

რეგულარულად მოქმედი კოლეგიალური რგოლები საუკეთესო ინსტრუმენტია შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებისათვის. მაგ., თუ დირექტორატი ყოველი თვის ბოლო შეხვედრას უთმობს პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებაზე მიმართული იდეების მოსმენასა და განხილვას, და სტრუქტურაში არსებობს რგოლები, რომლებსაც ამ იდეების მომზადება ევალებათ, ეს ამ მიმართულებებით ორგანიზაციის განვითრების პროცესს აქცევს მუდმივს.

სამი პირობა, რომლის არსებობაც აიძულებს ადამიანებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ შემოქმედებით სამუშაოს შემდეგია:

უნდა არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებლობა, თუ ვინ რა მიმართულებით შემოქმედებით მუშაობაზე არის პასუხისმგებელი.

უნდა არსებობდეს რეგულარული მოსმენის ფორმატი, რომელზეც მოუსმენენ ამ ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ იდეებს, აუცილებლად წინასწარ განსაზღვრული რეგულარობით.

ამ კოლეგიალურების შემადგენლობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მაქსიმალურად ობიექტურს, კომპეტენტურს და რაციონალურს გახდის მოსმენილ იდეებზე მსჯელობის პროცესს.

თუ სტრუქტურაში შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს, თუ კოლეგიალური რგოლი განსაზღვრულია, ვინც ამ მიმართულებით ნამუშევარს იბარებს და კვალიფიციურად იხილავს, მაშინ შემოქმედებითი პროცესი აუცილებლად გახდება უწყვეტი და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს ორგანიზაციას.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება