ტექნოლოგიების განვითარება

დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ტექნოლოგიების განვითარებას, ან ძალიან ძვირად ეჩვენებათ, ან ურჩევნიათ ისე აკეთონ ყველაფერი, როგორც მიჩვეულები არიან.

არადა, ხშირად ახალი ტექნოლოგიების შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია – რა შესაძლებლობები არსებობს და როგორ შეცვლის ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიას. თუნდაც ამიტომ, მინიმუმ პირველი ნაბიჯი გადადგმული ინოვაციებისაკენ ამ ინფორმაციების მოძიება და გაცნობა შეიძლება იყოს. სრულიად გამოუცდელ, ახალგაზრდა ადამიანს შეიძლება დავავალოთ ამის კვლევა, ანალიზი და პრეზენტაციების წარდგენა ყოველთვიურად. ეს დაგვეხმარება ისეთი ტექნოლოგიების აღმოჩენაში, რომელიც ხარჯთეფექტურიც იქნება, ინოვაციურობასაც შეუწყობს ხელს და ძალიან მალე სხვა ეფექტს მოგვცემს – დანახარჯების კუთხით, ხარისხის კუთხით, პროდუქტების განვითარების კუთხით.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება