სტრუქტურის შესაბამისობის შესამოწმებლად

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტესტი, რომლითაც არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურობის შეფასება შეგიძლიათ, ორგანიზაციის მამოძრავებელი ფუნქციების და სტრუქტურის ერთმანეთთან კავშირია.

დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც თქვენმა ორგანიზაციამ დანიშნულების შესასრულებლად უნდა გადაჭრას, შემდეგ კი გაიხსენეთ:

რამდენი ადამიანი და რა დროით ზრუნავს მათზე,

აქვთ თუ არა მათ საკმარისი ძალაუფლება და როლი ორგანიზაციაში,

ხდება თუ არა მათი საქმიანობის შეფასება და დაფასება

თუ აღმოჩნდა, რომ თქვენს ორგანიზაციაში ძნელად  მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამ ამოცანებზე ზრუნვით არიან დაკავებული, ან კიდევ მოიძებნებიან, მაგრამ მათი ადგილი სტრუქტურაში არ არის სათანადოდ წარმოდგენილი, ან კიდევ მათ გააჩნიათ ძალაუფლება, მაგრამ არა პასუხისგმებლობა – მაშინ გამოდის, რომ თქვენმა სტრუქტურამ შესაბამისობის ტესტი ვერ ჩააბარა.

თუმცა ეს მაინც დილეტანტურ დონეზე გაკეთებული დასკვნები იქნება, ალბათ ყოველთვის სჯობს სტრუქტურებში შედარებით გამოცდილი, გარკვეული ადამიანებიც ჩავრთოთ ხოლმე, სანამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება