ხარისხის განვითარების საბჭო

თითქმის ყველა ორგანიზაციაშია კონტროლის ფუნქცია, თუმცა იგი უმეტესწილად არაეფექტური იქნება, თუ მხარდასაჭერად არ იმოქმედებს ხარისხის საბჭო, სადაც გამოიტანს ყველა გამოვლენილ ხარვეზსა თუ შესაძლებლობას.

საბჭოს დანიშნულება ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ არცერთი გამოვლენილი პრობლემა არ დაიკარგოს, მენეჯმენტს ჰქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ამ პრობლემებზე რეაგირება განისაზღვროს – დაეკისროს კონკრეტულ პირს მისი მოგვარება, შემდეგ შეხვედრებზე კი მოხდეს ამ რეაგირების გაკონტროლება.

ხოლო მესამე, მთავარი საქმე, რასაც საბჭო ასრულებს – თავად კონტროლის უწყვეტობას და კარგ მუშაობას უზრუნველყოფს. როდესაც კონტროლის პირს ეცოდინება, რომ ყოველკვირეულად გარკვეული რაოდენობის ხარვეზები უნდა გამოიტანოს განსახილველად, გაცილებით მიზანმიმართულად და ეფექტიანად იმუშავებს.

ასე რომ შექმენით ეს საბჭო და დააკვირდით შედეგებს – ხარისხის განვითარება გაცილებით სწრაფი და უწყვეტი პროცესი გახდება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება