როგორ გავხადოთ შეხვედრები უფრო პროდუქტიული

იმისთვის, რომ შეხვედრების ნაყოფიერება გაიზარდოს და მათი ხანგრძლივობა რაციონალურ ზღვრამდე დავიდეს, რამდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენება შეიძლება:

  1. საკითხის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის გარდა ასევე განისაზღვროს იმავე საკითხზე ალტერნატიული ხედვის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირი. ამით მინიმუმ დაზღვეული იქნება ის, რომ საკითხი უშუალო პასუხისმგებლის გარდა კიდევ მინიმუმ ერთ სხვა ადამიანს ექნება გააზრებული წინასწარ, რაც მსჯელობას უფრო საქმიანს გახდის და უფრო გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს.
  2. ყველა გამომსვლელს წინასწარ განსაზღვრული დროითი რეგლამენტი დაუწესდეს, რომლის დასრულების შემდეგ სიტყვა სხვას გადაეცემოდეს. ამისთვის შეხვედრის მოდერატორმა შეიძლება ქვიშის საათი გამოიყენეს. ის უნდა მისცეს მას, ვისაც სიტყვა ეკუთვნის. უნდა საუბრობდეს მხოლოდ ის, ვისაც ქვიშის საათი უჭირავს ქვიშის ჩამოცლამდე და შემდეგ გადასცეს მოპასუხეს.
  3. განისაზღვროს შეხვედრის წუთობრივი ღირებულება – ყველა ძირითადი წევრის წუთობრივი ხელფასის ჯამი. შეხვედრის მოდერატორი ითვლიდეს შეხვედრის ღირებულებას და შეხვედრის შუაში და დასრულების შემდეგ აცნობდეს წევრებს რა დაუჯდა ეს შეხვედრა ორგანიზაციას. წევრებმა უნდა იმსჯელონ რამდენად მიიღო ორგანიზაციამ დანახარჯის შესაბამისი სარგებელი ამ შეხვედრით.

სინერჯი ჯგუფი, ყველა ორგანიზაციას, სადაც 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, სთავაზობს, მისი უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის, უსასყიდლო სემინარს, სადაც განიხილება ორგანიზაციული სტრუქტურის გავლენა საქმიანობის შედეგებზე; პროცესი, რომლითაც უნდა იქმნებოდეს ახალი სტრუქტურა და წესები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ პროცესში.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება