შეთანხმებული პრინციპები და ფასეულობები ძალიან აადვილებს ყოველდღიურ მართვას

რაც უფრო მეტ პრინციპზე არსებობს შეთანხმება მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, რაც უფრო ცხადად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ორგანიზაციაში ფასეულობების სტრუქტურა, მით უფრო ადვილია მიმდინარე ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება.

გადაწყვეტილებების მიღება ადვილია ამ დროს არა მარტო პირველი პირებისთვის, არამედ შუა რგოლშიც, და რიგით თანამშრომლებზე ბევრად მეტი გადაწყვეტილების დელეგირება შეიძლება. ორგანიზაციაც მწყობრად და შეთანხმებულად მოქმედებს და ბევრად მეტ და ურთიერთშესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.

ერთადერთი, ხანდახან ძალიან ძნელია დარჩე შეთანხმებული პრინციპების ერთგული, იმდენად დიდია უკეთესი მოკლევადიანი შედეგების მოტივით მათი დარღვევის ცდუნება. მაგრამ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ცდუნებას უძლებენ, უფრო დიდხანს არსებობენ და მეტ წარმატებასაც აღწევენ საბოლოოდ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება