თანამშრომლებისთვის სწორად გადახდილი ბონუსებით ჩვენთვის სასურველ შედეგებს ვყიდულობთ

ადამიანისთვის ფიქსირებული ანაზღაურების 10%-ზე ნაკლების ბონუსებად გადახდას არათუ წამახალისებელი ეფექტი არ აქვს, არამედ შეუძლია პირიქით, მისი გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.

თანამშრომლების მოტივაციაზე თანხების ეკონომია არ შეიძლება. მხოლოდ იმაზეა საჭირო ფიქრი, რომ მოტივაციის სქემა იყოს სწორი. ვინაიდან, თუ მოტივაციის სქემას სწორად ავაწყობთ, თანამშრომლებისთვის ბონუსებში გადახდილი თანხებით ჩვენთვის სასურველ შედეგებს (მოგებას, თუ შემოსავლებს) ვყიდულობთ.

ყველა სტრუქტურულ ერთეულს (პოზიცია იქნება, თუ დეპარტამენტი), რომელიც მეტნაკლებად განსხვავებულ საქმეს აკეთებს, პრემირების ინდივიდუალური სქემა სჭირდება. ამიტომ არც იმაზე შეიძლება რესურსების ეკონომია, რომ საჭირო ადამიანების ჩართულობით ეს ერთეულები სწორად განსაზღვროთ და ეს სქემები შეიმუშავოთ (ან არსებულებს გადახედოთ).

ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ორგანიზაციაში არ არსებობს არც ერთი ერთეული, ვინც თავისი შრომით შემოსავალზე და მოგებაზე რაიმე ფორმით გავლენას არ ახდენს. ამიტომ, ვინც პირდაპირ მონაწილეობს შემოსავლების ზრდაში, პრემირების სისტემის მხოლოდ მათთვის შექმნა ორგანიზაციაში დაპირისპირებებს ზრდის და შესაძლოა უკეთესი შედეგების მიღწევას, პირიქით, ხელიც კი შეუშალოს.

პრემირების სწორი სისტემის შექმნა რთული მმართველობითი ამოცანაა და მისი ფრაგმენტულად და ზედაპირულად გაკეთება შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს და შედეგებზე ზეგავლენა ვერ მოახდინოს ან, შედეგების გაუარესებაც კი გამოიწვიოს.

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს რთული მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება. ინფორმაცია ჩვენს კლიენტებსა და პროექტებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება