რთული მმართველობითი ამოცანები და მათი გადაწყვეტა

ყველა ორგანიზაციას აქვს ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც მონდომებით ცდილობს, მაგრამ იმ შედეგის მიღწევას, რაც მას სურს, მაინც ვერ ახერხებს. მათ შორის არის ისეთებიც, რომელთა გადაწყვეტას ორგანიზაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მენეჯმენტი ხვდება, რომ რაღაც გზა აუცილებლად უნდა იპოვოს, მაგრამ დრო გადის და ამოცანის გადაწყვეტა ვერ ხერხდება.

ხშირად ამის მიზეზი ის არის, რომ ამგვარი ამოცანების გადაწყვეტის გზის პოვნა მარტივი დაფიქრებით ან იდეების მოფიქრებით და მერე მაგ იდეების განხორციელებაზე ყურადღების ადმინისტრაციულად დახარჯვით უბრალოდ შეუძლებელია. ასეთი ამოცანები ვინმეზე მათი დელეგირებითაც კი არ იჭრება.

მათი კომპლექსურობა გადაწყვეტისთვის სპეციალური მეთოდოლოგიით, მოცულობითი სამუშაოს შესრულებას ითხოვს.  ვიღაცებმა ეს ამოცანა ძალიან დეტალურად უნდა დაამუშაონ, პატარა ამოცანებად დაშალონ და გამოიკვლიონ, ამ ქვეამოცანებიდან რომლები ახდენს შედეგზე განსაკუთრებულ გავლენას. შემდეგ, ეს ქვეამოცანები შესაბამის თანამშრომლებთან ერთად იდეების დონეზე უნდა დაამუშაონ და სამოქმედო გეგმაც ამის მიხედვით ააგონ.

შესაბამისად, ეს სამუშაო გულისხმობს როგორც შიდა, ისე გარე კვლევას, ორგანიზაციის შიგნით სამუშაო ჯგუფის ფორმირებას და ამ ჯგუფის მუშაობის ისე დაგეგმვას და მართვას, რომ ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტის გამონახვა მოხერხდეს. ამასთან, ამ სამუშაოებში ის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებსაც ამ გზით დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება მოუწევთ.

რთული ამოცანების დამუშავება ასეთი მიდგომით თუ არ ხდება, დიდია იმის რისკი, რომ ნებისმიერი გეგმით მის გადაწყვეტაზე დახარჯული ძალისხმევა შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს. ჩვენ კიდევ არ ვსაუბრობთ რთულ სისტემურ ამოცანებზე, რომელთა გადაწყვეტა სისტემების აწყობას ითხოვს იმისთვის, რომ არა ერთჯერადი, არამედ სასურველი პერმანენტული შედეგების მიღწევა გახადოს შესაძლებელი.

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს ასეთი რთული მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტის გზების დამუშავებაში ეხმარება. მეთოდოლოგია, რომლითაც 25 წელზე მეტია ვმუშაობთ, სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილება ბევრ ასეულ ორგანიზაციაში, გარედან დანახული ობიექტური ხედვა ხშირად გვაძლევს ისეთი გზების უფრო მარტივად პოვნის  შესაძლებლობას, რასაც ჩვენნაირი ორგანიზაციების დახმარების გარეშე, შესაძლოა ბევრად მეტი დრო და რესურსები დასჭირდეს.

ინფორმაცია ჩვენი კლიენტებისა და პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება