კვების მრეწველობის კომპანიებმა მომხმარებლები ბევრად აქტიურად უნდა ჩართონ გემოების განვითარების ამოცანის გადაწყვეტაში

კვების მრეწველობაში ძალიან ბევრი კომპანია ტექნოლოგების გემოვნებას იმდენად ენდობა, რომ ნაკლებად უსმენს თავისი პროდუქტების მომხმარებლების აზრს გემოებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ნაკლებად ითვალისწინებს.

არადა, გემოების განვითარების ამოცანის გადაწყვეტაში პროცესს, რომელიც მომხმარებლების აზრის მაქსიმალურ გათვალისწინებას უნდა უზრუნველყოფდეს, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

როგორი ტიპის დეგუსტაციები უნდა მოაწყო; როგორ უნდა შეარჩიო მონაწილეები; როგორ უნდა დარწმუნდე მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების ობიექტურობაში; როგორ უნდა გაითვალისწინო ეს შედეგები პროდუქტის განვითარებისას – ამ კითხვებზე ყველა კომპანიამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, საკუთარი პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ფაქტია, რომ გემოვნების ცვლილებაში სამიზნე მომხმარებლების პრეფერენციებზე აუცილებელი დაკვირვების გარეშე ბევრ კომპანიას უჭირს პროდუქტის მიმართ მომხმარებლის ლოიალობის შენარჩუნება. ამ დროს კი ტექნოლოგებს ძალიან მოსწონთ საკუთარი გემოვნებით შექმნილი პროდუქტები.

პროდუქტების განვითარება, მათ შორის გემოების სწორად განვითარება, რთული მმართველობითი ამოცანაა კვების მრეწველობის კომპანიებისთვის. ამ ამოცანის გადასაჭრელად როგორც საჭირო როლები, ისე რეგულარული პროცესებია სწორად გასამართი. სხვა შემთხვევაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა არა თუ ნახევარზომა, არამედ საზიანოც კი აღმოჩნდეს.

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს რთული მმართველობითი ამოცანების გადაჭრაში ეხმარება. ინფორმაცია ჩვენი კლიენტებისა და პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება