დღეს საქართველოში მიკრობიზნესის დაკრედიტების კუთხით დიდი გეპია. მიკრობიზნესების მფლობელები როგორც ფიზიკური პირები, ისე იღებენ სამომხმარებლო, ლომბარდულ და იპოთეკურ სესხებს იმისთვის, რომ საქმიანობის დაფინანსება შეძლონ.
ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ამ სესხის პირობები მათი ბიზნესის სპეციფიკას და საჭიროებებს არ ითვალისწინებს არც გაცემის, არც დაფარვის და არც უზრუნველყოფის ნაწილში.
ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე უკეთეს პროდუქტებს შექმნის და სწორად გაყიდის, მინიმუ 2-3 ასეული მილიონის ოდენობის პორტფელი შეიძლება ორ-სამ წელიწადში შექმნას.
დიდ ბანკებს, სავარაუდოდ, ეს საკითხი დიდად არ აინტერესებთ, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ლომბარდული ოპერაციებით არიან დაკავებული, თუ ვიწრო სექტორულ გუნდებს შექმნიან თითოეული სექტორისთვის, სწორად განსაზღვრავენ დაკრედიტების პირობებს, ბიზნესის სპეციფიკის მაქსიმალური გათვალისწინებით, და ამ გუნდებში როგორც მოტივაციის სქემებს, ისე მუშაობის მეთოდოლოგიას სწორად ააწყობენ, ადვილად შეძლებენ ამ ბაზრის ათვისებას.
„სინერჯი ჯგუფი“ მზად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობით დაინტერესდება, ქმედითი მხარდაჭერა გაუწიოს როგორც სექტორების სწორად შერჩევაში, ისე სექტორების მიხედვით დაკრედიტების პირობების შემუშავებაში, ასევე გუნდების სტრუქტურის, მოტივაციის სქემებისა და მუშაობის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაში.
ჩვენი გამოცდილება საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით შეგიძლიათ იხილოთ აქ.