გაცილებით საშიშია ძლიერი ტაქტიკოსი, რომელსაც სტრატეგიის დანახვა არ შეუძლია სწორად, ვიდრე ძლიერი სტრატეგი, რომელიც ტაქტიკურ დაგეგმვაშია სუსტი

სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელიც სტრატეგიულადაც კარგად ხედავს სურათს და ტაქტიკურ დაგეგმვაშიც ძლიერია. ხელმძღვანელებსაც, უფრო ხშირად, ან ერთი გამოსდით უკეთესად, ან მეორე.

ჩვენი გამოცდილებით, ძალიან საშიში არიან ადამიანები ვინც სტრატეგიულად არასწორად ხედავენ სურათს, მაგრამ კარგად შეუძლიათ ტაქტიკური დაგეგმვა. ისინი უფრო ხშირად მიაქანებენ ორგანიზაციებს უბედურებისკენ, თან მწყობრი და თანმიმდევრული, კარგად ორგანიზებული ნაბიჯებით.

მაშინ როდესაც ნათელი, ცხადი სტრატეგიული ხედვის მქონე ლიდერები მართალია ყველას ტანჯავენ და აწვალებენ ერთი ადგილის ტკეპნით, წრიული მოძრაობებით, ბევრი ფიქრით და ცოტა მოქმედებით, არაორგანიზებულობით, არათანმიმდევრულობით, რესურსების არარაციონალური გამოყენებით, წვალებ-წვალებით, ნელ-ნელა, მაგრამ მანც სწორი მიმართულებით მიჰყავთ გუნდი. გზაშიც ბევრ ხალხს კარგავენ, მაგრამ ვისაც მიიყვანენ, ისინი ზუსტად დანიშნულების ადგილზე მიჰყავთ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება