რაც უფრო ხმადაბლა ლაპარაკობ, უფრო ყურადღებით გისმენენ

უცნაურია მაგრამ ხშირად ან ყოველთვის ასე ხდება: რაც უფრო დაუწევ ხმას, უფრო ყურადღებით გისმენენ. არ ნიშნავს, რომ უკეთ ესმით და არც იმას, რომ მეტად გეთანხმებიან ასეთ დროს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ყურადღება შენზე და შენს სიტყვებზე აქვთ კონცენტრირებული.

და პირიქით, რაც უფრო ხმამაღლა ლაპარაკობ, უფრო ნაკლებია შენკენ მომართული ყურადღება, თვითონაც ხმაურობენ, პარალელურადაც საუბრობენ, არც შენი არგუმენტები და არც ემოციური ძალისხმევა შედეგზე გავლენას თითქმის არ ახდენს.

იგივე ხდება, როდესაც საჯარო პოზიციას აფიქსირებ, პროდუქტს უკეთებ რეკლამას, თუ სხვა მნიშვნელოვანი შეტყობინების მიტანას ცდილობ მცირე, საშუალო თუ დიდ აუდიტორიამდე.

ინფორმაციის არხების მრავალფეროვნებაზე და ინფორმაციის მიწოდების ინტენსივობაზე უფრო მნიშვნელოვანია ზუსტად შერჩეული არხი და სწორად მომზადებული, კომპაქტური ინფორმაცია, სადაც ფორმაზე მეტად შინაარსი იქცევს ყურადღებას.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც, ყურადღება რომ მოგაქციონ, უნდა იხმაურო, თუმცა ეს სტრატეგია ძალიან იშვიათად ამართლებს. გარდა ამისა, ასეთ დროს სათანადო ყურადღებას აღარ უთმობენ აღარც ინფორმაციის გავრცელების მთავარი არხის სწორად პოვნა/შერჩევას და, სამწუხაროდ, გასავრცელებელი ინფორმაციის შინაარსზეც აღარ ფიქრობენ საკმარისად.

 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება