ბიზნეს პრობლემის სწორი ანალიზისთვის მისი სავარაუდო მიზეზები ინფორმაციის მოგროვების დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

ძალიან ბევრი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კარგად ესმის მისი ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტული ან, უფრო მეტიც, ყველა პრობლემის მიზეზებიც და მოგვარების გზებიც. უბრალოდ ამბობს, რომ ან ფული არ აქვს და/ან სათანადო ხალხი არ ჰყავს მის მოსაგვარებლად, ან ამისთვის დრო უკვე აღარ ყოფნის.

არადა პრობლემების გამომწვევი მიზეზების კვლევის მიზანიც ხომ სწორედ ის არის, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში სწორად შეაფასოს რომელ მიზეზს რა გავლენა აქვს საბოლოო შედეგებზე იმისათვის, რომ რესურსებიც სწორედ იმ მიზეზების მოგვარებაზე დააკონცენტრიროს.

ფიზიკაში, ქიმიაში, თითქმის ყველა მეცნიერება კვლევას ისე ატარებს, რომ ჯერ ჰიპოთეზები დგება და მერე იწყება მათი ტესტირება. ზუსტად ასე ხდება კვლევა ბიზნეს პრობლემების შემთხვევაშიც. და თუ მკვლევარები ინფორმაციის მოგროვებას ჰიპოთეზების გარეშე იწყებენ, ალბათობა, რომ კვლევაში დაიკარგებიან და შედეგად მიზეზების მხოლოდ გარკვეული სიის შედეგენას მოახერხებენ და არა პრობლემაზე მათი ზეგავლენის სწორად შეფასებას, ძალიან მაღალია.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება