ბანკებში საკრედიტო რისკების მართვის ერთეულების მიზანი რისკების შემცირება არ უნდა იყოს

ბანკებში საკრედიტო რისკების მართვის ერთეულების მიზანი არ უნდა იყოს რისკების შემცირება, რასაც, როგორც წესი, უფრო ხშირად ცდილობენ ეს სამსახურები; არამედ, მათი მიზანი უნდა იყოს ბანკის ისე გაზრდა, რომ რისკები დასაშვები ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს.

ბანკებში ძალიან ბევრი ენერგია, ემოცია და ზრდის შესაძლებლობა სწორედ იმის გამო იკარგება, რომ საკრედიტო რისკების მართვის სამსახურები ამბობენ „არა“-ს და ასაბუთებენ კიდეც ამას, თუმცა, არ ეძებენ გამოსავალს, თუ რა პირობებით და როგორ შეიძლება დაკრედიტება ისე, რომ საკრედიტო რისკი დასაშვებ ჩარჩოებში დარჩეს.

რისკების დანახვა და „არა“-ს დასაბუთება ბევრად ადვილია, ვიდრე რისკის მართვის გზის მოძიება. როდესაც სპეციალისტები „არა“-ზე არიან კონცენტრირებული და საქმიანობაში ამით იფარგლებიან, ერთი მხრივ, ბანკის ზრდის მიმართულებით ვინც მუშაობს, იმათ საქმიანობასაც მნიშვნელოვნად უშლიან ხელს და თვითონაც ვეღარ ვითარდებიან რისკის მართვის გზების, მიდგომების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ რჩება ქონებით უზრუნველყოფა საკრედიტო რისკების დაზღვევის უმთავრეს გზად. ეს, თავის მხრივ, საბანკო სისტემას აფერხებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ისე შეუწყოს ხელი, როგორც ევალება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება